სომეხმა მომღერლებმა ბაქოში გასამართი „ევროვიზიის" კონკურისათვის ბოიკოტის გამოცხადების განცხადება გაავრცელეს.
აღნიშნულის მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომეხი ჯარისკაცის დაღუპვა გახდა.
განცხადებას, რომელიც ევროპის მაუწყებლების კავშირსა და სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიიზიას გაეგზავნა, სომხეთის 20-ზე მეტი აღიარებული მომღერალი აწერს ხელს.
სომეხი მომღერლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კონკურსში მონაწილეობისთვის თუ „ევროვიზია - 2012" ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაიმართება.