გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი სირიაში გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
ანანის დანიშვნის გადაწყვეტილება გაერომ გააჟღერა და მას სირიელი ხალხისთვის კრიტიკულ მომენტში უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ.
გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოფილი გენერალური მდივანი მაქსილაურ ძალისხმევას გამოიყენებს, რათა სირიაში დასრულდეს ძალადობა და ადამიანის უფლებების დაღვევა, ასევე „ხელს შეუწყობს სირიის კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას".
ექსპერტები აცხადებენ, რომ ანანის დანიშვნა მიზნად ისახავს კრიზიის დარეგულირებაში დიპლომატიური ძალისხმევის შენარჩუნებას.
დღეს დასავლთის ქვეყნები და არაბეთის სახელმწიფოების ლიგა, სავარაუდოდ, სირიისგან ძალადობისა და ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტას მოითხოვს. დღის წესრიგში ასევე დგას საკითხი მნიშვნელოვნად დაზარალებული რეგიონებისადმი ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომლობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ანტისამთავრიობო გამოსვლები 2011 წლის მარტში დაიწყო. გაეროს მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 6 ათას ადამიანს აღწევს.