ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ თბილისში მცხოვრები 27 წლის მამაკაცი დაღუპვის მიზეზი A/H1N1 ვირუსი იყო.
გარდაცვლილი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა.
"27 წლის მამაკაცი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე აშკარაა ტენდენცია შემთხვევათა კლებისა. 1182 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა 19 ლეტალური შედეგით", _ აცხადებს დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცაავა.
საქართველოში A/H1N1 ვირუსით სულ 19 ადამიანია გარდაცვლილი. მთლიანად საქართველოში კი ინფიცირების 1182 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. ბოლო 5 დღის განმავლობაში ამ ვირუსის გამოვლენის 10 ფაქტი დადასტურდა.