ავღანეთის არმიის ჯარისკაცმა ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაცხრილა. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კონტიგენის სამმართველო ავრცელებს.
"ავღანელ ჯარისკაცთა ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა, მოულოდნელად ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, ორი სამხედრო ადგილზე დაიღუპა", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ინციდენტის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.