ერაყში დღეს მომხდარი რამდენიმე ტერაქტის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 50 ადამიანს მიაღწია. დაჭრილია 200 ზე მერი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია 32 დაღუპულისა და რამდენიმე ათეული ადამიანის დაჭრის შესახებ.
აფეთქებები დღეს ერაყის სხვა და სხვა რაიონსა და ქალაქში თითმის ერთდროულად მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახევ, რომ ჯერ ჯერობით ტერაქტების ხასიათის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სხვა და სხვა მონაცემებით ერაყში დღეს აფეთქებები თითქმის ათ ადგილზე ერთდროულად მოხდა. ბოევიკებმა იერიში მიიტანეს სამთავრობო დაწესებულებებზე, სკოლებზე, სასტუმროებსა და რესტორნებზე მიიტანეს.