დღეს, 12 იანვარს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და თსუ-ის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: "ბოლონიის პროცესი საქართველოსა და გერმანიაში".
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან ტვინინგის პროექტის კოორდინატორი საქართველოში კაი ეცჰოლდი და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების პროფესორი ჰაინერ ალვარტი. დისკუსიას გაუძღვება პროფესორი ლიკა ღლონტი.
მასალის გამოყენების პირობები