ქართველი და რუსი ხალხი ერთმანეთის მტრები არ არიან. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ქართველი და რუსი ხალხი ერთმანეთის მტრები არ არიან, მაგრამ ჩვენი სურვილი და რწმენაა, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწეიფო, სადაც საგრეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს ქარველი ხალხი", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე შეფასენით, რუსეთის ხელისუფლება არ სურს შეგუება ამასთან, ისევე როგორც ვერ ეგუებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას ზვიად გამსახურდიას, ნოე ჟორდანიას და კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში.
„თუ რუსეთს სურვილი აქვს, რომ საქრთველოსა და რუსეთს შორის იყოს მეგობრული ურთიერთობები, პირველი რაც მან უნდა გააკეტოს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს, რათა ამ მიწებზე აღარ იდგეს რუსი ჯარისკაცები", - განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, დეპუტატს მიაჩნია, რომ თუ კრემლი ქართული ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს, მეზობელთან როგორც ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, ასევე სხვა მიმართულებებით ურთერთობები მოგვარდება.