ვლადიმერ პუტინის განცხადებები კგბ-ს მაიორის ჩვეულებრივი საბჭოთა სტილი და იაფფასიანი ტრიუკებია, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას განცხადა.
„ეს არის კგბ-ს მაიორის ჩვეულებრივი საბჭოთა სტილი და იაფფასიანი ტრიუკი. ასევე ამბობდა გენერალი სიმუსი სტალინიც, რომ უყვარს ფინელი ხალხი, მაგრამ არ უყვარს ფინეთის ბურჟუაზიული ხელისუფლება და გვახსოვს, როგორ დაესხა ფინეთს და როგორ წაართვა ტერიტორიების 10%", - აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების განცხადბები გარდა სტალინისა, სხვა საბჭოთა ლიდერბის გამონათქვამებისგან არ განხვავდება.
„ასევე იძახდნენ უკვე სხვა საბჭოთა ლიდერები ბალტიისპირეთის, ჩეხეთის, პოლონეთის მიმართ, რიტორიკა იგივეა. თუმცა, პუტინს ქართველი ხალხი კი არა საკუთრი ხალხიც არ უყვარს. ამის დასტური უამრავი მაგალთია. გავიხსენოთ რა ხდება ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში და რა ხდებოდა ბესლანში, მოსკოვში - ნორდოსტის დროს, კურსკის დროს, და ა. შ. სინამდვილეში ჩვენ გვიყვარს რუსი ხალხი და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ისინი ბევრად უკეთეს ლიდერ იმსახურებენ ვიდრე კგბ-ს მაიორ პუტინს", - მიაჩნია დეპუტატს.