სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა ამ დილით ერაყში განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" საართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ ყანდაღარსა და ბაღდადის კიდევ ოთხ რაიონში ხუთი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ძირითადად პოლიციის საგუშაგოების მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდა. სავარაუდოდ, ტერორისტების სამიზნეები პოლიციელები იყვნენ.
შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას ბაღდადში მდებარე პოლიციის აკადემიის შენობასთან ტერორისტმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. ამ აფეთქებას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.