დღეს, 12 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი ამჯერად გორში შეიკრიბება.
ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის გასვლითი სხდომა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჩატარდება. შესაძლოა, მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა უხელმძღვანელოს.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის რეგიონებში გასვლით სხდომებს პერიოდულად მართავს.