12 იანვარი, 15:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდი გახსნის ღონისძიებას, რომლის დროსაც მოხდება ევროკავშირის პროექტში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზენტაცია.
ევროკავშირმა გრანტი გადასცა 20 ქართულ და ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა საქმიანობა დაეხმარება სიღარიბის დაძლევას და მდგრად განვითარებას არასახელმწიფო სექტორის გაძლიერების და დემოკრატიული თანამონაწილეობის გზით, ასევე, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განმტკიცებას.