ხვალ, 12 იანვარს, 12:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა.
ილია მეორე სტუდენტებს შეხვდება და ხუთ მათგანს პატრიარქის სტიპენდიანტის დიპლომს გადასცემს.
სტუდენტებთან შეხვედრა უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართება.