"თავდასხმა ალექსანდრე ანქვაბზე აფხაზეთში მდგომარეობის დესტაბილიზების მცდელობაა", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"აფხაზეთის პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა აის მცდელობა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზებისა საპარლამენტო არჩევნების წინ", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანქვაბზე თავდასხმა მოხდა დიდი შეშფოთებით მიიღეს.
"ჩვენ შეშფოთების მივიღეთ ინფორმაცია აფხაზეთის პრეზიდენტ ანქვაბზე თავდასხმის შესახებ. ცხადია, რომ ყოველივე ეს საპარლამენტო არჩევნების წინ მდგომარეობის დაძაბვას ისახავს მიზნად. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დანაშაულის შემკვეთები და შემსრულებლები მალე გამოვლინდებიან", _ აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ალექსანდრე ანქვაბს თავდასხმის გამოძიების საქმეში დახმარება უკვე შესთავაზა. ანქვაბის კორტეჟს გუდაუთაში ცეცხლი ამ დილით გაუხსნეს.