12 იანვარს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და თსუ-ის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: "ბოლონიის პროცესი საქართველოსა და გერმანიაში".
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან ტვინინგის პროექტის კოორდინატორი საქართველოში კაი ეცჰოლდი და ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების პროფესორი ჰაინერ ალვარტი. დისკუსიას გაუძღვება პროფესორი ლიკა ღლონტი.