12 იანვარს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. პროექტის _ "ახალი კურიკულუმი გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით~ _ ფარგლებში ორგანიზატორები წარმოადგენენ ძირითად შედეგებს, მიღწევებსა და იმ საქმიანობის მოკლე მიმოხილვას, რომელიც განხორციელდა პროქტის მსვლელობისას.
სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები, მათ შორის დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, დუბლინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ტემპუსის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, ევროკომისიისა და ბრიტანეთის საბჭოს წევრები დაესწრებიან.
პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც არიან მოწვეულნი.