ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს თეირანის სამხრეთით მდებარე ფარჩინის სამხედრო ობიექტის მონახულების უფლება არ მისცა. ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენლება განაცხადეს.
ირანში მყოფი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ქვეყნის ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულდა.
ინსპექტრორები ცდილობენ გაარკვიონ ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო შემადგენელი. თავის მხრივ, თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელები, ისევე როგორც იანვარში, ქვეყნიდან უშედეგოდ ბრუნდებიან.
„სამწუხაროდ, ირანმა უარი განგვიცხადა ჩვენს თხოვნაზე ფარინის მონახულების თაობაზე", - ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის იუკიო ამანოს განცხადებაში.
ინსპექტორები ეჭვობენ, რომ სწორედ ამ ობიექტზე ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოცდა, რომელიც ბირთვული იარაღის შემუშავებას უკავშირდება. თეირანს ამ დრომდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
თებერვლის ბოლომდე სააგენტოს ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეაფასებს. გასული წლის ნომებერში გამოქვეყნებულ ანგარიოში საუბარი იყო ინფორმაციის არსებობაზე, რომელიც ირანის მიერ ასაფეთქებეელი ბირთვული მოწყობილობის შემუშავებას ადასტურებდა. აღნიშნული მოხსენების შემდეგ დასავლეთსა და ირანს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.