უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება კომპიუტერითა და მობილური ტელეფონების საშუალებითაცაა შესაძლებელი. კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობაში ტერმინი "ელექტრონული ხმის მიცემა" გაჩნდება.
ელექტრონული ხმის მიცემის საშუალებით და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა სახის არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის მიღება ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს, ვალდებულია საკუთარი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია კომპიუტერულ რეესტრში გაატაროს. თუკი ამომრჩეველი სისტემაში იქნება რეგისტრირებული, მას ხმის მიცემის სისტემა ავტომატურად გაეხსნება და ვირტუალურად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეძლებს. კანონპროექტის ინიოციატორი დეპუტატი ოლეგ ტიშენკოა.