საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში სხვადასხვა ჟანრის საკონცერტო ჩვენებისთვის ემზადებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამგეობის წევრმა, ნინო მესხმა განუცხადა, კომპოზიტორთა კავშირში ნაწარმოებების შერჩევა მიმდინარეობს.
"2012 წელს სხვადასხვა პროექტი გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათის საკონცერტო ჩვენებები. სპეციალური კომისია მუშაობს ნაწარმოებების შერჩევაში. გვინდა სიმფონიური, კამერული, საგუნდო და საკვარტეტო მუსიკის კონცერტები გავმართოთ", - განაცხადა მესხმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" მესხმა განაცხადა, უახლოეს მომავალში საკვარტეტო მუსიკის კონცერტი იგეგმება. მიხეილ ოძელი, გიორგი შავერზაშვილი და რევაზ კიკნაძე ახალ ნაწარმოებებთან ერთად ალექსი მაჭავარიანის ერთ-ერთ საკვარტეტო ნაწარმოებს შეასრულებენ. კონცერტი მარტში იგეგმება.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი - კომპოზიტორებისა და მუსიკათმცოდნეების ნებაყოფლობითი საზოგადოებრივ-შემოქმედებითი გაერთიანება, ჩამოყალიბდა თბილისში 1932 წელს. პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი არაყიშვილი, 1984 წლიდან. 2011 წლიდან კავშირის თავმჯდომარეა კახა ცაბაძე.