12 იანვარს 16 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „შობიდან ნათლისღებამდე".
ექსპოზიციის მიზანია თავი მოუყაროს და სიუჟეტური თანმიმდევრობით წარმოაჩინოს უნიკალური ქართული ხელნაწერები, რომელშიც მოვლენები ასახულია მაცხოვრის შობიდან ნათლისღებამდე.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენაზე წარმოადგენს XII-XVIII საუკუნეების მოხატულ ხელნაწერებს.
საექსპოზიციო თემა მოიცავს ოთხ დიდ დღესასწაულს (შობა, წინადაცვეთა, მირქმა, ნათლისღება), რომლის ილუსტრირებაც ხდება ათი სიუჟეტით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ხელნაწერების ორიგინალები: გელათის (XII ს.), ჯრუჭის (XII ს.), ვანის (XII-XIII სს.), ლარგვისისა (XIII ს.) და სხვა სახარებები.
ექსპოზიცია 22 იანვრამდე გაგრძელდება.