საერთაშორისო თანამეგობრობა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს უნდა დაეხმაროს. ამის შესახებ აშშ-ის სენატრომა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, იტყობინება ბი-ბი-სი.
მაკკეინის თქმით, აშშ-მ თავად არ უნდა შეაიარაღოს სირიელი აქტივისტები, თუმცა ამ პროცესში ირიბად მონაწილეობა შეუძლია.
2011 წლის მარტიდან, როდესაც სირიაში ხელისუფლლების საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო დაღუპულია 6 ათასამდე ადამიანი.
საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად ამ დრომდე ვერ ხერხდება ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დარწმუნება ხელისუფლლებიდან გადადგოომის შესახებ. ამავე დროს რუსეთი და ჩინეთი მხარს არ უჭერენ აგეროს უშიშროების საბჭოს რეზოოლუციას, რომელიც სირიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.