აშშ საერთაშორისო საზოგადოებას სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მექსიკაში ვიზიტისას გააკეთა.
ჰილარი კლინტონმა რუსეთი სირიის რეზოლუციის დაბლოკვისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ღიად განაცხადა, რომ ცივილიზებულმა სამყარომ ასადის რეჟიმის შესაჩერებლად მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს.