13-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთახმებას საბერძნეთის ეკონომიკისთვის დახმარების მეორე პაკეტის გამოყოფის შესახებ.
საბერძნეთი ამ შეთანხმების შედეგად 130 მილიარდ ევროს მიიღებს, რათა 20 მარტს თავიდან აიცილოს გაბანკროტება. სწორედ ამ დღეს უწევს ქვეყანას სახელმწიფო ობლიგაციების გასტუმრება.
დახმარების სანაცვლოდ საბერძნეთი ვალდებულებას იღებს 2020 წლისთვის ქვეყნის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 120%-მდე შეამციროს.
ხუთწლიანი რეცესიის შედეგად ქვეყნის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 160%-ს აღწევს.
საბერძნეთის საკითხზე დახმარების მიღწევის შედეგად სავალუტო ბირჟებზე ევროს ზრდა ფიქსირდება.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, შეთანხმება შესაძლებელს გახდის მნიშვნელოვნად შემცირდეს საბერძნეთის ვალი და უზრუნვლყოფს ამ ქვეყნის მომავალს ევროზონის შემადგენლობაში.