საქართველო არშემდგარი სახელმწიფოების რიცხვში 33-ე ადგილზეა. "ჰერითიჯის", "მშვიდობისა" და "ჰორინის" ფონდების კვლევების შედეგები მედიას დღეს "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა გააცნო.
"საქართველო სულ უფრო და უფრო მყარად ეწერება არშემდგარი სახელმწიფოების რიცხვში და ეს მაჩვენებელი ყოველ წელს უარესდება", - განაცხადა სუბარმა, რომლის განმარტებითაც, შარშან ამ კუთხით საქართველოს 58-ე ადგილი ეკავა.
სუბარის განმარტებით, ამავე ფონდების კვლევების მიხედვით, საქართველოში კორუფცია სასამართლო სისტემაში პრობლემად რჩება.
"მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნების სიაში წელს 8 ქვეყანას შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა. ეს სერიოზული გაუარესების მაჩვენებელია", - განმარტა მან.