"თავისუფალი დემოკარტები" განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ზეწოლა განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე, "თავისუფალი დემოკრატებისა" და მათი ოჯახის წევრებზე. სამართალდამცველები განასკუთრებით აქტიურობენ შიდა ქართლში. ბოლო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით, გორის, ქარელის და ხაშურის რაიონებში საჯარო სამსახურიდან 11 მოქალაქე გაათავისუფლეს.
"სამწუხარო ფაქტია, რომ პოლიციიის თანამშრომლები პირადად აშინებენ მოქალაქეებს და მონაწილეობენ პროვოკაციების დაგეგმვაში. პოლიციის მხრიდან "გაფრთხილების" მიუხედავად თავისუფალი დემოკრატების გორის რაიონის სოფელ მერეთის კოორდინატორმა გოდერძი მახარშვილმა პარტია არ დატოვა, რასაც მისი შვილის ელგუჯა მახარაშვილისა და მისი ორი მეგობრის დაკავება მოჰყვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები ამჯერად კახა გოგოლაშვილისგან მოითხოვენ პარტიის დატოვებას. იგი გორის რაიონული ორგანიზაციის ატიური წევრია.
"თავისუფალი დემოკრატები" კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს შესრულონ, უპირველესი მოვალეობა - დაიცვან კანონი და არა მმართველი პარტიის ინტერესები. მივმართავთ სახალხო დამცველს აქტიურად ჩაერთოს და დროულად მოახდინოს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის ფატებზე", - ნათქვამია განცხადებაში.