"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, გუნდის გულშემატკივრებს განუცხადა, რომ გუნდისთვის წლევანდელი სეზონი წარმატებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ იგი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევა.
"ჩვენთვის ტიტულად უნდა იქცეს, სეზონის ბოლოს მოპოვებული ადგილი ჩემპიონთა ლიგაში. როდესაც ოპტიმალური შემადგენლო გვყავს, თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ჯერჯერობით არ ვაპირებთ ახალი ფეხბურთელების შეძენას და მზადებას მომავალი სეზონისთვის. წინ მომავალი შეხვედრაა", - განაცხადა ვენგერმა.
მიმდინარე კვირა "არსენალისთვის" ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა: გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" 0:4 დამაცხდა, ხოლო ინგლისის თასზე, "სანდერლენდთან" 0:2. ამრიგად, "მეთოფეებმა" რიგით მეშვიდე სეზონი მიითვალეს უტიტულოდ.