ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე , რომ თავის ტვინის ცვლილება, რომელიც დამახასიათებელია აუტიზმისთვის, ექვსი თვის ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. ამასთან, აუტიზმის მთავარი ქცევითი სიმპტომები და აუტიზმის სპექტრის მსგავსი დარღვევები ჩნდება ერთი წლის ასაკში ან უფრო გვიან.
ჩრდილოეთ კაროლონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეისწავლეს აუტიზმის განვითრების მაღალი რისკის მქონე 92 ახალშობილის ტვინის განვითრება და ქცევა. ყველა ბავშვს ექვსი თვის, წლისა და ორის წლის ასაკში გაუკეთდა დიფუზიური ტენზორული ვიზუალიზაცია - მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის ნაირსახხეობა, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოიკვლიონ თავის ტვინში ნერვული ბოჭკოების ადგილმდებარეობა.
გამოსაკვლევ 28 პაციენტს აუტიზმი დაუდგინდა. აღმოჩნდა, რომ ტვინის 15 მთავარი გამტარი გზიდან 12-ში თეთრი ნივთიერების ორგანიზება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა დარჩენილი 64 ბავშვისგან. თეთრ ნივთიერებაში ცვლილება, რომელიც მკაფიოდ იყო გამოხატული ჯერ კიდევ ექვსი თვის ასაკში, შემდგომში ბავშვებს აღენიშნებოდათ დაავადების განვითარების შენელება.
სწორედ ნერვული ბოჭკოს განვითარების დარღვევა, რომლის დახმარებითც ფორმირდება თეთრი ნივთიერება, აღმოჩნდა აუტიზმის ადრეული ნიშნები, რომელიც განისაზღვრება უფრო ადრე, ვიდრე მკაფიოდ გამოხატული სიმპტომები.