ირანის ისლამური რესპუბლიკის გადაწყვეტილებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც თეირანში დღეს ჩავიდნენ ირანის ბირთვულ ობიქტებს არ მოინახულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ISNA" ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ალი აგბარ სალეჰის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღების დამატებითი დეტალები უცნობია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები თეირანში ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოწყობილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, სააგენტოს ექსპერტების ვიზიტი ირანში ორდღიანია.