ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ ირანი საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს ნავთობს აღარ მიყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სახელმწიფო ტელეარხმა გაავრცელა.
ირანის ნავთობის მინისტრმა პირველად 4 თებერვალს განაცხადა იმის შესახებ, რომ ნედლი ნავთობის მიწოდების შეწყვეტას რამდენიმე ევროპული ქვეყნისთვის აპირებდა.
ცნობილია, რომ ნავთობს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკვე ზაფხულიდან აღარ მიიღებს.