რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოება შესაძლებელია გარანტირებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანა მართლაც ძლიერი იქნება. ეს თეზისი აქვს განვითარებული მეექვსე წინასაარჩევნო სტატიაში რუსეთის პრემიერ მინისტრს ვლადიმერ პუტინს. სტატიის სახელწოდებაა "იყო ძლიერი: რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების გარანტირები".
სტატიაში ვლადიმერ პუტინი ფინანსთა ექს-მინისტრის ალექსეი კუდრინისა და მის მხარდამჭერი ექსპერტების პრეტენზიებს პასუხობს, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ არმიის შენახვისათვის დიდი სახსრები იხარჯება, მოსახლეობას 1941 წლით აშინებს და აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი პროფესიონალური არმიის შექმნაა. სტატიაში ვლადიმერ პუტინი ასევე ემუქრება ამერიკელებს ასიმეტრიული პასუხით, რაც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მშენაბლობაში გამოიხატება.
"როსიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია: "ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გამყარებას, ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას იმ შემთხვევაში თუკი რუსეთის დაცვას ვერ შევძლებთ. თუკი ვერ გავთვლით ყველა შესაძლო კონფლიქტის რისკებს, ვერ ვუზრუნველვყოფთსამხედრო-ტექნიკურ დამოუკიდებლობას და ვერ მოვამზადებთ საკადრის და ადეკვატურ სამხედრო პასუხს უკიდურეს ზომად ამა თუ იმ გამოწვევებზე რეაგირებისათვის", _ წერს პუტინი.
მისივე თქმით, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკური რესურსების გამოუცლელად შეიქმნას ისეთი არმია, რომელსაც რუსეთის სუვერენიტეტის დაცვა შეუძლია.
"თავდაცვითი პოლიტიკის მშენებლობითა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზირებით, ჩვენ საბრძოლო ხელოვნების ყველაზე თანამედროვე გამოწვევებზე უნდა ავიღოთ ორიენტირი. ამ ტენდენციების ჩამორჩენა ნიშნავს, რომ აქედანვე ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო ქვეყანა და ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში", _ აცხადებს პუტინი და ხაზგასმით აღნიშნავს: "ჩვენ მეტი არასოდეს არ უნდა დავუშვათ 1941 წლის განმაორება, როდესაც სახელმწიფოსა და არმიის მოუმზადებლობის გამო საფასურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადავიზადეთ".
ამავე დროს, ვლადიმერ პუტინი სტატიაში ასევე წერს, რომ მსოფლიოში ძალთა გლობალური ბალანსის დარღვევისგან რუსეთმა შესაძლოა თავი დაიცვას თავისი საკუთარი "პროს" სისტემით. "ამ საკითში შეუძლებელია იყოს "გადაჭარბებული" პატრიოტიზმი".
"რუსეთის სამხედრო-ტექნიკური პასუხი გლობალურ ამერიკულ "პრო"-ზე იქნება ასიმეტრიული და ეფექტური და ის სრულად შესაბამისი იქნება აშშ-ს ნაბიჯებისა "პროს" მიმართულებით", _ წერს პუტინი.