2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს, სიმღერით "I'm a Joker" მომღერალმა საქართველოს შიდაშესარჩევ ფინალზე 9 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა.
ანრი ჯოხაძე 13 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია. სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავად წერს სიმღერებს და საკუთარი კლიპების სცენარებსაც. მონაწილეობს თითქმის ყველა კონცერტსა თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რაც საქართველოში იმართება. ანრიმ ბევრ დამწყებ მუსიკოსს გაუწია პროდიუსერობა.
მალე მიუზიკლის შექმნას გეგმავს, რომლის სცენარისტი და რეჟისორი თავად იქნება.
მომღერალი ამჟამად თავის მე-5 ალბომზე მუშაობს.
ანრი ჯოხაძე ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში 2009 წელსაც მონაწილეობდა.
საქართველოში აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს.
ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.