ირანი ფრანგულ და ბრიტანულ კომპანიებს ნედლ ნავთობს აღარ მიყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ნავთობის სამინისტრო ავრცელებს.
"ფრანგული და ბრიტანული კომპანიებს ნედლ ნავთობს აღარ მივყიდით. ჩვენს ნავთობს ახალ პარტნიორებს მივყიდით", - განაცხადა ნავთობის სამინისტროს პრესსპიკერმა ალირეზა ნიკზადმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ევროპის 6 ქვეყანაში ნავთობის ექსპორტი შეწყვიტა. ამ ქვეყნებს შორის საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი, საბერძნეთი და პორტუგალია იყვნენ. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს.