ბაღდადში მომხდარი აფეთქების დროს 16 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის აკადემიის შენობის შესასვლელთან თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა მაშინ ააფეთქა, როდესაც შენობიდან ქუჩაში აკადამიის კურსანტები გამოდიოდნენ.
ტერაქტის დროს დაჭრილები საავდმყოფოებში არიან გადაყვნილები, თუმცა ექიმების განცხადებით, რამდენიმეს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და არ არის გამორიცხული გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
ამასთან, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ აკადემიის მიმდებარედ გაჩერებული მანქანების ნაწილი მთლიანად განადგურდა.