რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ორი ატომური წყალქვეშა ნავი შეემატება.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ სუხოპუკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის ზაფხულში სამხედრო-საზღვაო ფლოტში ორი ახალი წყალქვეშა ნავი "იური დოლგორუკი" და "ალექსანდრ ნევსკი" გამოჩნდება.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, რუსული არმიისთვის სარაკეტო კომპლექსი "ბულავას" შექმნაც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ატომური წყალქვეშა ნავების "იური დოლგორუკის" და "ალექსანდრ ნევსკის" გამოცდა 2011 ზაფხულსა და შემოდგომაზე გაიმართა.