ირანი მზად არის საპასუხო დარტყმისთვის მასზე თავდასხმის შემთხვევაში, თუმცა ის არ დაიწყებს სამხედრო კონფლიქტს და არც მის პროვოცირებას მოახდენს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის უწყების დაზვერვის სამმართველოს შეფმა გენერალ-ლეინტენატმა რონლად ბერჯესმა სენატში გამართულ მოსმენისას განაცხადა.
"ირანს უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია დროებით დახუროს ორმუზის არხი ან გაუშვას რაკეტები აშშ-ს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხევაში თუ მასზე განხორცილდება თავდასხმა. არ არის გამორიცხული, რომ თეირანი საპასუხოდ შეეცდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აამოქმედოს ტეორისტები, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ირანი იქნება ინიციატორი ან მიზანმიმართულად მოახდენს კონფლიქტის პროვოცირებას", - მიიჩნევს ბერჯესი.
მისივე განცხადებით, პენტაგონის მონაცემების საფუძველზე, ისრაელი ჯერჯერობით მზად არ არის ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მისატანად.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუციის საფუძველზე შემოღებული სანქცები მოქმედებს.
გარდა ამისა, მიღებულია სხვადასხვა რეზოლუციები, რომლებიც ირანისგან ბირთვული პროგრამის გამჭირვალეობას მოითხოვს.