ოქტომბერ-დეკემბერში კომპანია Apple-მა გაყიდა 35,5 მილიონი iPhone, მაშინ, როდესაც მისმა კონკურენტმა Samsung-მა 34 მილიონი სმარტფონი გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით iPhone-ის გაყიდვა გაიზარდა 121%-ით.
მესამე კვარტალში Samsung-ი ლიდერობდა წლის რეიტინგს, თუმცა საბოლოოდ სათავეში ტიმ კუკის კომპანია ჩაუდგა.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს ,რომ ბევრი ცნობილი მწარმოებლისთვის მეოთხე კვარტალი წარუმატებელი გამოდგა. მათ შორის დაასახელეს LG, Sony Ericcson, Motorola და RIM.
ამავე დროს ჩინურმა კომპანიებმა, ZTE და Huawei, რომლებიც საბიუჯეტო მოწყობილობებს აწარმოებენ, ბაზარზე უფრო გაიმყარეს პოზიციები. წლიური საბოლოო ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მობილურ ოპერატიულ სესტამდ კვლავ Android-ი რჩება - მას ბაზრის 50.9% უკავია და მის კონკურენტს iOS თითქმის ორჯერ უსწრებს. მომხმარებლის ინტერესი Symbian და BleckBerry OS მიმართ კვლავ ეცემა. სიას ასრულებს bada და Windows Phone 7 წილით 2.1% და1.9%.
ოქტომბერ-დეკემბერში, Nokia-მ ყველაზე მეტი, 111.7 მილიონი, მობილური ტელეფონი გაყიდა. გარდა ამისა, ლიდერთა სამეულში შევიდნენ Apple და Samsung-ი.