მსოფლიო საზოგადოებამ ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უნდა გააფართოვოს, რათა თავიდან აიცილოს ირანის ისლაურმი რესპუბლიკის ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა.
"ჩვენ ვიმოყოფებით მოქმედი სანქციის სტადიაში და ველოდებით, რომ ის კიდევ უფრო გამკაცრდება", - აღნიშნა ბარაკმა.
მისი თქმით, სანქციების გამკაცრება ირანს აიძულებს მხედველობაში მიიღოს იზოლაციის შედეგები და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ბირთვული პრობლემის განსახილველად.
ბარაკმა აღნიშნა, რომ დასავლეთისა და ჩრდილოთ ამერიკის უმეტესი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ არ შეიძლება ირანისთვის ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყლიბების უფლების მიცემა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუციის საფუძველზე შემოღებული სანქცები მოქმედებს.
გარდა ამისა, მიღებულია სხვადასხვა რეზოლუციები, რომლებიც ირანისგან მოითხოვს საკუთარი ბირთვული პროგრამის გამჭირვალეობას.
ამასთან, 23 იანვარს ევროკავშირის ქვეყნებმა მოიწონეს ემბაროგო, რომელიც ეხება ირანიდან ნავთობს მოწოდების საკითხებს. სანქციების პაკეტის მიხედვით, 1-ელი ივლისდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ნავთობს ირანიდან ყიდულობენ იმპორტის განხორციელებას სრულად შეწყვეტენ.