აშშ-ს ხელისუფლება დემოკრატიის პრინციპებს შორდება და რისკავს გადაიქცეს ფაშისტურ სახელმწიფოდ.
ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რონ პოლმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად პრემერიზში მონაწილეობს.
"ჩვენ დავშორდით რეალური რესპუბლიკს პრინციპებს. ამჟამად, ჩვენ ვმოძრაობთ ფაშისტური სისტემის ფორმირებისკენ, რომლის დროსაც ქვეყანას ერთობლივად მართავენ მთავრობა და ყველაზე მსხვილი ბიზნესმენები. ჩვენ შეიძლება შევეჯახოთ მართვის ავტორიტარულ ფორმას ყველა ამერიკელი მოქლაქის უფლებების დარღვევით", - განაცხადა რონ პოლმა მისურის შტატში საკუთარ ამომრჩეველთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 ნოემბერს უნდა გაიმართოს.