ირანმა სუეცის სრუტის გავლით ხმელთაშუა ზღვაში დამატებით სამხედრო ხომლდების დიდი ჯგუფი შეიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ვრცელდება.
გავცრელებული ინფორმაციით, სამხედრო ხომალდების შეყვანის მიზანს წარმოადგენს "ერთის მხრივ სამხედრო ძალის დემონტრირება ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ირანი უგზავნის მათ მშვიდობისა და მეგობრობის სიგნალს".
ამასთან, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა ხმელთაშუა ზღვაში შესული ხომალდების რაოდენობას არ აკონკრეტებს.
ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მოძრაობას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ირანის ქმედებს ყურაღებით დააკვირდებიან, რომ "არ დაუშვან მათი ხომლდების ისრაელის სანაპიროებთან მიახოვება".