ჰონდურასის ციხეში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულ პატიმართა რაოდენობა 358-მდე გაიზარდა.
კამაიაგუას ტრაგედიას მთელი ჰონდურასი გლოვობს.
დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია მას შემდეგ გაიმართება, რაც გვამების ექსპერტიზა დამთავრდება.
ჰონდურასის პრეზიდენტმა პორფირიო ლობომ უსაფრთხოების სამსახურებს უკვე დაავალა, რომ შემოწმება ჩაუტარდეს ყველა ციხეს, რათა მსგავსი მასშტაბის ტრაგედია აღარ დატრიალდეს.
ლობი ასევე მოითხოვს, რომ ჩატარდეს გამოძიება ხანძრის მიზეზის დასადგენად.