ლატვიაში მოსახლეობის 80% რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია .
არსებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსთან დაკავშირებულ რეფერენდუმში ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა, სეიმის სპიკერმა სოლვიტა აბოლტინიამ და პრემიერ -მინისტრმა ვალდის დომბროვსკისმა წინააღმდეგ მისცეს ხმა. საწინააღმდეგო არჩევანი გააკეთა რიგის მერმა ნილ უშაკოვმა.
BBC-ის ინფორმაციით რეფერენდუმში აქტივობამ 69% შეადგინა. ბიულეტენების დათვლის წინასწარი შედეგებით, ლატვიის დაახლოებით 779 ათასმა მცხოვრებმა მეორე სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადებაზე უარი თქვა.
ამ დროისთვის რესპუბლიკას ერთი სახელმწიფო ენა აქვს - ლატვიური. რუსულს უცხო ენის სტატუსი აქვს, იმის მიუხედავად, რომ იგი ქვეყნის მცხოვრებთა 44%-სთვის მშობლიურია.
ლატვიაში რეფერენდუმი 18 თბერვალს გაიმართა.