დაახლოებით 100-მდე ნაციონალისტი დააკავეს მოსკოვის ცენტრში ორგანიზებული არასანქცირებული მსვლელობის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ "გაზეტა.ტუ" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად ნაციონალისტებმა მშვიდობიანი სანქცირებული მიტინგი გამართეს, ისინი რაულ მირზაევის დასჯას მოითხოვდნენ, რომლის დარტყმის შედეგადაც სტუდენტი ივან აგაფონოვი გარდაიცვალა.
მიტინგის დასრულების შემდეგ ნაციონალისტები დაიშალნენ, გზადაგზა ნაციონალისტური ხასიათის ლოზუნგებს ყვიროდნენ და ყველა შემხვედრ არასლავური გარეგნობის ადამიანს სასტიკად უსწორდებოდნენ. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაეთო და ნაციონალისტების დაავება დაიწყო.
პოლიციამ მხოლოდ "50-ზე მეტი" ადამიანის დაკავება დაადასტურა. პოლიციის განცხადები დაკავებულები არიან "როგორც სლავური ისე არასლავური გარეგნობის ახალგაზრდები".
მასალის გამოყენების პირობები