დღეს, 19 თებერვალს, 18:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება ევროვიზიის ეროვნული ფინალი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფის გადაწყვეტილებით, მაყურებელი და ჟიური 9 მონაწილეს შორის საუკეთესოს შეარჩევს, რმელიც ბაქოში, ევროვიზიის კონკურსზე გაემგზავრება.
ფინალის მონაწილე 9 კონკურსანტია: NOVEMBER, VANILLA CAGE, MIRROR ILLUSION, REMA, INDUSTRIAL CITY, ანრი ჯოხაძე, ბორის ბედია, LEO JEE (ლევან ჯიბლაძე), ედვარდ ტატიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ "ევროვიზიაზე" ქართველ გოგონათა როკჯგუფ "Vanilla Cage"-ზე მუსიკოსი დავით ევგენიძე დიდ იმედებს ამყარებს. ჯგუფის პროდიუსერი, საპრომოუტერო კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი" და კო-პროდიუსერი, მუსიკოსთან ერთად აცხადებენ, რომ Vanilla Cage სრულიად აკმაყოფილებს როკბენდის იმ სტანდარტებს, რაც დასავლურ მუსიკალურ ინდუსტრიაშია დამკვიდრებული.
ფინალურ შოუზე მოსახვედრად, სხვა ქართველ მონაწილეებთან ერთად, ბედს გოგონებისგან დაკომპლექტებული როკჯგუფი, Vanilla Cage ცდის. ბენდი თანამედროვე ალტერნატიულ როკს უკრავს.
ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ პრომოუშენში ჩართულია სტივ უელტმანი, როკმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდიუსერი მსოფლიოში. სტივ უელტმანი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ლედ ზეპელინთან, პინკ ფლოიდთან, ოზი ოზბორნთან და სხვა. უელტმანისა და "ლოკომოტივ პრომოუშენის" ძალისხმევით კი სულ მალე ჯგუფის წევრი გოგონები მუსიკალური ტექნიკის ბრენდ Marshall-ის ოფიციალური სახეები გახდებიან ამიერკავკასიაში.
ასევე, საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ყავს ანრი ჯოხაძეს და კონკურსის სხვა მონაწილეებს.