"ახლა სირიის გახლეჩა სურთ", _ ეს განცხადება სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დამასკოში ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ბაშარ ასადი ასევე აცხადებს, რომ 11 თვიანი პროტესტის განმავლობაში, რომელსაც ოფიციალური დამასკო პროვოკაციას უწოდებს არის მცდელობა რეგიონში სირიის გეოპოლიტიკურ და ისტორიულ როლზე გავლენის მოხდენისა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ზალებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი დამასკოში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ.