საერთაშორისო სისტემა "SWIFT", რომელიც ბანკებს საშუალებას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფულის გადარიცხვებისა, ემორჩილება საერთაშორისო ზეწოლას და მზადაა დაბლოკოს ირანული ბანკების მიერ ფულის გადარიცხვისათვის თავისი ქსელის გამოყენება.
ირანული ბანკების გამორიცხვა მსოფლიოს ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან ირანს დანარჩენ მსოფლიოში ბიზნესის წარმოების საშუალებას ჩამოართმევს. დასავლეთის სახელმწიფოების აზრით, ამ ნაბიჯმა შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა იქონიოს ირანის ბირთვული ამბიციების შესაჩერებლად.
"SWIFT"-ს რომელსაც ჯერ კიდევ არასოდეს არც ერთი ქვეყანა არ გაუძევებია სისტემიდან ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ და ევროკავშირის ძალისხმევას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ, რომლებიც ფინანსურ ინსტიტუტებზე ახდენენ გავლენას.