რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებში ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად მიტინგები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით, სტავროპოლში რუსეთის პრემიერის მხარდასაჭერ მიტინგზე ორი ათასამდე ადამიანი მივიდა. ამ ქალაქში მიტინგის ორგანიზატორი "ედინაია როსიაა".
უფრო მსხვილი აქცია რომელშიც 7,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ნოვოსიბირსკში გაიმართა. მიტინგები გაიმართა ასევე - უდმურიტიაში, სანკტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში, იაროსლავში, ეკატერინბურგში, ხაბაროვსკში და ბირობიჯაბში და სხვა ქალაქებში.