გერმანიის პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა გადადგომის შესახებ განცხადება ბერლინში გააკეთა. ვულფმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ცხადი გახდა, რომ მან გერმანიის მოქალაქეების უმეტესი ნაწილის ნდობა დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის დეკემბერში გერმანიის პრეზიდენტი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. პრეზიდენტის სახელთან დაკავშირებული ბოლო სკანდალი ბიზმესმენ ეგონ გირკენსის მიერ შეღავათიანი პირობებით აღებულ კრედიტს უკავშირდებოდა.