დღეს, 17 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს წიგნის „იუსტინე ჯანალიძე" პრეზენტაციას.
საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი ქირურგის სახელს პროფესიულ წრეებში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში იცნობენ. უპირველეს ყოვლისა იუსტინე ჯანელიძე ცნობილია, როგორც ქირურგი, რომელმაც პირველმა გააკეთა ოპერაცია მუშა გულზე. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა თუ სახელმძღვანელოში არის მოცემული.
მისი, როგორც მუშა გულზე პირველი ოპერაციის ჩამტარებელი ქირურგის სახელი მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა და თანამედროვე სახელმძღვანელოში არის შეტანილი.
მეცნიერებათა დოქტორის, ექიმ ცინუკი ჯანელიძის მიერ შედგენილ წიგნში თავი მოიყარა მოგონებებმა პროფესორ ჯანელიძეზე, სადაც მკაფიოდ არის გამოკვეთილი მისი თანამედროვეების პატივისცემა და სიყვარული ქირურგის გამორჩეული პიროვნებისადმი. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ „პრინციპულობითა და პირდაპირობით გამორჩეული ქართველი კაცი, რომელიც არასოდეს ჩამდგარა კომუნისტური პარტიის სამსახურში, პრაგმატულად მოაზროვნე მთავრობამ, იმდროინდელი ლენინგრადის ინტელიგენციამ და, რაც მთავარია, თითქმის მთელი ქალაქის მოსახლეობამ, 7 კმ-მდე გადაჭიმულმა სამგლოვიარო პროცესიამ 1950 წლის 17 იანვარს ლენინგრადის ვოლკოვის მემორიალურ სასაფლაოზე ფეხით მიაცილა და მენდელეევსა და პიროგოვს შორის მიაბარა მიწას."
პრეზენტაციაზე წიგნს წარმოადგენს მისი ავტორ-შემდგენელი, მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი და პროფესორი ცინუკი ჯანელიძე.