სირიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ჟურნალისტი, ეშტონ შადიდი გადრაიცვალა. 43 წლის შადიდის გარდაცვალების მიზეზად ასთმის შეტევა სახელდება.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, New York Times-ის კორესპონდენტი სირიაში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიების ციკლზე მუშაობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შადიდმა ერაყში მომზადებული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი და ორჯერ დაჯილდოვდა პულიტცერის პრემიით.
პულიტცერის პრემია აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჯულ ჯილდოდ ითვლება ლიტერატურის, ჟურნალისტიკის, მუსიკისა და თეატრის დარგებში. პრემია მედიამაგნატის, უნგრული წარმოშობის ჯოზეფ პულიტცერის ანდერძის საფუძველზე დაარსდა.
პრემია 1917 წლიდან ყოველწლიურად მაისის პირველ ორშაბათს, კოლუმბიის უნივესიტეტის მზრუნველთა საბჭოს მიერ, ნიუ-იორკში გაიცემა.