დღეს, 17 თებერვალს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქართველ მხატვართა კარიკატურების გამოფენა გაიხსნება. ავტორები არიან ჯემალ ლოლუა, ვახტანგ კუცია, მურთაზ აბაშიძე, გიგლა ფირცხალავა, სანდრო ერისთავი.
ნახატები წლების განმავლობაში ჟურნალ "ნიანგისთვის" იქმნებოდა.
კოლექცია წარმოდგენილი იქნება მწერალ თემურ გძელიძის პირადი კოლექციიდან.
გამოფენა გაგრძელდება 22 თებერვლამდე.