რუსმა ძალოვანებმა სპეცოპერაციის დროს დაღესტანში ბანდდაჯგუფების მეთაური და მის დამხმარე გაანადგურეს. ისინი პოლიციელებისა და რელიგიური მოღვაწეების მკვლელობებში იყვნენ გარეული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.
"რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და შს სამინისტროს თანამშრომლებმა ბანდიტური იატაკქვეშეთის წევრების ბლოკირება მოახდინეს. დაკავებისას ბანდიტებმა წინააღმდეგობა გასწიეს. საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად ორი მათგანი გაანადგურეს", _ იუწყება კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, მოკლულები ამოცნობილნი არიან როგორც მაგომედ კასუმოვი - ე.წ. "მუცალაულსკის" მეთაური და რაშიდ მაგაევი - ბოევიკების აქტიური დამხმარე, იგი მათ დროებით საცხოვრებელს, საკვებსა და ტანისამოსს აწვდიდა.